skip to content
ახალი ამბები

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო


თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი / Civil.ge

დილის 8 საათიდან ქვეყნის მასშტაბით 3 644  საარჩევნო უბანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაიხსნა.

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს ირჩევენ. 

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 – თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4 727-ს,  პარტიული სიით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა კი 12 902-ს შეადგენს.

არჩევნებში 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 201 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობს. 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 440 123-ს შეადგენს. მათთვის სულ 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდა. 

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 3 სახის ბიულეტენი გადაეცემა: ერთი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად; მეორე – საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად, ხოლო მესამე – თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის ასარჩევად.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი.
 
ცესკოს ინფორმაციით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button