ახალი ამბები

ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში

ევროპული ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული ბალანსის მიღწევისთვის იბრძვიან, ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში.

ანგარიში, რომელიც ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიამ გამოაქვეყნა, ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობას მიმოიხილავს.

ანგარიში ასევე მოიცავს დეტალურ მონაცემებს საქართველოს შესახებ. ქვემოთ მოცემულია მაჩვენებლები და მათი შედარებები ევროპის მასშტაბით არსებულ მონაცემებთან:

  • 2016 წელს პარლამენტის ქვედა პალატაში ქალების წარმომადგენლობამ 12% შეადგინა; ევროპის მასშტაბით კი საშუალო მაჩვენებელი 25.6% იყო.
  • 2016 წელს საპარლამენტო კომიტეტების ქალი თავმჯდომარეების რაოდენობამ საქართველოში 6.7% შეადგინა, ევროპის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 25.6% იყო.
  • 2016 წელს ქალი მინისტრების რაოდენობამ საქართველოში 10.5% შეადგინა; ევროპის მასშტაბით – 22.4%.
  • 2016 წელს ქალი მერების რაოდენობა – 0%; ევროპის მასშტაბით – 13.4%;
  • 2016 წელს ქალაქის საბჭოს წევრთა 1.7% ქალი იყო; ევროპის მასშტაბით – 26%.
  • 2016 წელს პარტიის ლიდერების 20%-ს ქალები შეადგენდნენ; ევროპის მასშტაბით – 14.8%.
  • პარტიის ლიდერების 27.3%-ს და პარტიის წევრთა 14.2% ქალები შეადგენდნენ; ევროპის მასშტაბით – 27.1% და 27.5%, შესაბამისად.
  • 2016 წელს ქალ მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში 38.5%-ს შეადგენდა; ევროპის მასშტაბით – 33%.
  • 2016 წელს ქალ მოსამართლეთა რაოდენობა საკონსტიტუციო სასამართლოში 33.3%-ს შეადგენდა; ევროპის მასშტაბით – 26.3%.
  • 2016 წელს ქალი ელჩების რაოდენობა 15.6%-ს შეადგენდა; ევროპის მასშტაბით – 13%.
  • 2016 წელს დესპანი ქალების და უფლებამოსილი წარმომადგენლების რაოდენობა 25% იყო; ევროპის მასშტაბით – 27.3%.
  • 2016 წელს ქალი წარმომადგენლების და მათი ადგილმონაცვლეების რაოდენობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 40% იყო; ევროპის მასშტაბით – 35.7%, რაც 20%-იანი კლებაა 2005 წლის შემდეგ.

მონაცემები ასახავს წევრ ქვეყნებში არსებულ ვითარებას 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გარდა მონაცემებისა პოლიტიკური წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღის შედეგებს ეხება (2016 წლის 15 ივლისამდე).

მსგავსი/Related

Back to top button