ახალი ამბები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 6 აგვისტო

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.

6 აგვისტო:  

  • ვრცელდება ცნობები ინტენსიური სროლების შესახებ, რომელიც სოფლების – ავნევის, დვანის, ერედვის, ხეთაგუროვოს, ნულის, ფრინევის, უბიათის და ზემო ფრისის – მიმართულების განხორციელდა. ცეცხლი სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოსაც გაუხსნეს. შედეგად, სამი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა. 
  • რუსეთის სხვადასხვა რეგიონის კაზაკთა ლიდერები განცხადებებს ავრცელებენ, რომელშიც ედუარდ კოკოითის ხელისუფლებას, საქართველოს წინააღმდეგ, სამხედრო დახმარებას ჰპირდებიან. დონის კაზაკების მეთაური, ნიკოლაი კოზიცინი აცხადებს, რომ უკვე შედგენილია მოხალისეთა წინასწარი სიები და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი „10-დან 15 ათასამდე, მრავალწლიანი საბრძოლო გამოცდილების მქონე მოხალისის გაგზავნას შეძლებენ“. 
  • 10-11 აგვისტოსთვის,  მოსკოვში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ ვაშაძის, ვიზიტი იგეგმება. მხარეები კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარების განხილვას გეგმავენ. 
  • ცხინვალი 7 აგვისტოსთვის, დეესკალაციის თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button