ახალი ამბები

ცხინვალი ‘ქართული დივერსიული ჯგუფის’ განადგურებას იუწყება

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, დღეს გამთენიისას ოსმა სამართალდამცავებმა ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის მიმართულებით ქართული “დივერსიულ–ტერორიტული” 4 კაციანი ჯგუფი მთლიანად გაანადგურეს.


ამავე ცნობით, შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოსურმა მილიციამ ამ ჯგუფის ბლოკირება მოახდინა.  წინასწარი მონაცემებით ოსურ მხარეს მსხვერპლი არ არის.


“ეს სოფელი კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, რომელიც სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში არ შედის. ამრიგად, მე ვერც ვადასტურებ, ვერც ვუარყობ ამ ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, ან იყვნენ თუ არა იქ ქართველები, ეს უფრო დეზინფორმაციას გავს”, – განუცხადა ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა პაატა ბედიანაშვილმა “სივილ ჯორჯიას” 31 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button