ახალი ამბები

მოსკოვი და სოხუმი კოდორის ‘ტოტალური’ მონიტორინგისკენ მოუწოდებენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 1 აგვისტოს მოუწოდეს რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს დამკვირვებლების მიერ კოდორის ხეობის მონიტორინგის განახლებისაკენ და საქართველო კოდორის ხეობაში საჯარისო ფორმირებების განთავსების გამო შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულეს.


ივანოვი აცხადებს, რომ საჭიროა კოდორის ხეობის “ტოტალური” მონიტორინგი, რადგან “კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების არსებობა, მათ შორის შინაგანი ჯარის, რომელიც შედის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, არის უხეში დარღვევა საერთაშორისო შეთანხმებების,  რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი“.


სერგეი ბაღაფშის განცხადებით, თუ ქართული მხარე მონიტორინგის აღდგენას, რომელიც სამი წელია არ ხორციელდება, არ დათანხმდება,  “მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო ომისთვის ემზადება”.


“თუ არ ემზადება ომისთვის, მაშინ უნდა დაუშვას სამშვიდობოების და გაეროს დამკვირვებლები მხრიდან მონიტორინგი, რასაც ითვალისწინებს 1994 წლის [ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის] საბაზისო შეთანხმება“, – განაცხადა ბაღაფშმა.


ქართული მხარე მზად არის კოდორის ხეობაში მონიტორინგი განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის დასადასტურებლად ინსპექტირება ჩატარდება. გარდა ამისა, თბილისი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა, რომლებიც კოდორის ხეობაში ანტიკრიმინალურ ოპერაციას მხოლოდ  “ლოგისტიკურ მხარდაჭერას” უწევდნენ, უკვე დატოვეს ხეობა.

სერგეი ბაღაფშმა ასევე კომენტარი გაკეთა კოდორის ხეობის ზემო ნაწილის მიმართ სოხუმის გეგმებზე და განაცხადა, რომ აფხაზეთის კოდორის ხეობის ამ ნაწილს, რომელზეც თბილისის იურისდიქცია ვრცელდება, დაიბრუნებს. “ეს იქნება დღეს თუ ხვალ ამას დრო გვიჩვენებს“, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button