skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს ელჩს შეხვდა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, 6 აპრილი , 2017. ფოტო: Facebook/საქართველოს საელჩო აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს თეთრ სახლში საქართველოს ელჩს აშშ-ში, დავით ბაქრაძეს უმასპინძლა.

აშშ-ში საქართველოს საელჩო იტყობინება, რომ „დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება“.

დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, განაცხადა საელჩომ.

დავით ბაქრაძე, რომელსაც მანამდე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, საქართველოს ელჩად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button