ახალი ამბები

ეუთო საქართველოს მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაში დაეხმარება

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს მთავრობას მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნაში დაეხმარება.

9 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე მისი ოფისი პროცესში ცნობილ საერთაშორისო ექსპერტს ჩართავს, რომელიც მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ ანალიზს მოამზადებს და მას საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით 6 მარტს, უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სადავო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოვიდა და ევროპელი მედია ექსპერტები თანამშრომლობისთვის მოიწვია.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ეუთოს 57 წევრ სახელმწიფოში მედიის სფეროში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე გაფრთხილებას აძლევს და ხელს უწყობს ეუთოს მედიის თავისუფლების ვალდებულებებს შეესაბამებოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button