skip to content
ახალი ამბები

დანიაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე დანიშნა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 24 ნოემბერს.

გიგიაძე ახალ თანამდებობაზე ნიკოლოზ რთველიაშვილს შეცვლის, რომელიც 2011 წლის ივნისიდან უძღვებოდა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე ფარავს ისლანდიის რესპუბლიკას.

გიგი გიგიაძე, რომელიც კარიერული დიპლომატია, 2014 წლის ნოემბრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში კურირებას უწევდა ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს. თბილისში დაბრუნებამდე ის გერმანიაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობდა, 2003-2007 წლებში კი საბერძნეთში საქართველოს საელჩოში მრჩეველი იყო. მას 2010-2012 წლებში საგარეო უწყებაში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button