skip to content
ახალი ამბები

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური გაიხსნა



ქარის ექვსტურბინიანი ელექტროსადგური, 20.7 მეგავატი დადგმული სიმძლავრით ქალაქ გორის მახლობლად. ფოტო: საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი

საქართველოს მთავრობამ 6 ოქტომბერს გორის მახლობლად ქარის პირველი ელექტროსადგური გახსნა. 
 
34 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექვსტურბინიანი ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია; ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, სადგური მიმდინარე თვიდან სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევარიდან ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამოქმედდება.

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის ოპერირებას, რომლის მოსალოდნელი წლიური გამომუშავება 85 გიგავატ/სთ–ია, განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ერთობლივი საწარმო Qartli Windfarm.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) იზრუნა 22 მილიონი აშშ დოლარის სესხის მოძიებაზე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ამოქმედებისთვის, საიდანაც 10 მილიონის ტრანში უშუალოდ EBRD-მა გამოყო, დანარჩენი 12 მილიონის ოდენობის სესხის მოზიდვას კი დაეხმარა ჰოლანდიის საფინანსო ორგანიზაცია Oikocredit-ის, ჰოლანდიური Triodos Groenfonds–ის და ლუქსემბურგის Green for Growth Fund–ისგან – 4 მლნ აშშ დოლარი თითოეულისგან.

10 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა.

ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს სეზონური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული ზამთრის პერიოდში, ხოლო ერთი მესამედი, სავარაუდოდ, თურქეთში გაიყიდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button