ახალი ამბები

საქართველომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მე–7 მედალი მოუტანა მას შემდეგ, რაც 125 კგ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიგო. 

22 წლის პეტრიაშვილმა ამერიკელი მეტოქე, ტერველ დლაგნევი დაამარცხა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებელ მატჩში.

ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ირანელ მეტოქესთან, ქომეილ გასემისთან დამარცხდა; ამ უკანასკნელმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა მას შემდეგ, რაც ფინალში თურქ მოჭიდავესთან თაჰა აქგულთან ბრძოლა წააგო.

ამჟამად საქართველოს ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბინჯაოს მედალი აქვს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 57 კგ წონით კატეგორიის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიგო. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 105 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო რეკორდის დამყარებასთან ერთად; იმავე კატეგორიაში ირაკლი თურმანიძემ ბრიონჯაოს მედალი მოიგო.

შმაგი ბოლქვაძე 66 კგ წონით კატეგორიის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა კი 73 კგ წონით კატეგორიაში ქვეყანას ოლიმპიური ბრინჯაო მოაგებინა რიოს ოლიმპიადაზე. 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა.

მსგავსი/Related

Back to top button