skip to content
ახალი ამბები

ხუთ მუნიციპალიტეტსა და ერთ ქალაქში გამგებლებისა და მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა

ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის  მერის რიგგარეშე  არჩევნები 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარასკევს გამოცემული განკარგულების თანახმად.

ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლების და ასევე ახალციხის მერის არჩევა იმის გამო დადგა დღის წესრიგში, რომ მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ მუნიციპალიტეტების მოქმედი ხელმძღვანელები შესაბამის ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინა.

იმავდროულად, ცესკო 19 აგვისტოს ქალაქ თბილისის (კრწანისის, ვაზისუბნის, გლდანის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შუალედურ არჩევნებს დანიშნავს, რომელიც ასევე 8 ოქტომბერს ჩატარდება შესაბამის საკრებულოებში მაჟორიტარების ვაკანსიების შესავსებად.

მსგავსი/Related

Back to top button