skip to content
ახალი ამბები

საქართველომ ძალოსნობაში ოლიმპიური ოქრო და ბრინჯაო მოიგო

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 105 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოაგებინა მსოფლიო რეკორდის დამყარებასთან ერთად რიო დე ჟანეიროს 2016 წლის თამაშებზე.

იმავე კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მეორე ადგილზე კი სომეხი გორ მინასიანი გავიდა.

22 წლის ლაშა ტალახაძის ორჭიდის ჯამი 473 კგ იყო, რითაც ერთი კილოგრამით გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი, ხოლო მეორე ადგილოსან მინასიანს 22 კგ-ით გაუსწრო.

ტალახაძის ოქრომ და თურმანიძის ბრინჯაომ საქართველოს საპრიზო ფონდი რიოს ოლიმპიადაზე 5-მდე გაზარდა – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამიც ბრინჯაო.

16 აგვისტოს შმაგი ბოლქვაძე 66 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში ქვეყანას პირველი ოლიმპიური ბრინჯაო მოაგებინა რიოს ოლიმპიადაზე, 90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი/Related

Back to top button