skip to content
ახალი ამბები

დავით ბორჩაშვილს ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლის გამო 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ბორჩაშვილს სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლის გამო  12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და მის საქმიანობაში მონაწილეობაში.

პანკისელი ბორჩაშვილი 2015 წლის ნოემბერში დააკავეს თურქეთიდან დეპორტაციის შემდეგ.

დაკავებამდე, მან საქართველოში შემოსვლა სცადა, თუმცა საზღვრიდან უკან, თურქეთში გააბრუნეს; შემდეგ ის ხელახლა იქნა თურქეთიდან დეპორტირებული, რის შემდეგაც  უკვე უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა თბილისში.

2016 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ პანკისელს, აიუფ ბორჩაშვილს, რომელიც დამნაშავედ ცნო  ისლამური სახელმწიფოსთვის საქართველოში მებრძოლების გადაბირებასა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. მის მიერ გადაბირებულ ორი პირს, რომლებიც მასთან ერთად დააკავეს, 10 წლით და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მესამეს, რომელთანაც დანაშაულის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 1-წლიანი პატიმრობა და 5-წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

მსგავსი/Related

Back to top button