skip to content
ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა რაოდენობა 3.45 მილიონს შეადგენს

საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 452 093 შეადგენს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად.

ივნისში ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 473 316 იყო.

ცესკო ამომრჩეველთა სიების დადგენაზეა პასუხისმგებელი იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც შესაბამისი უწყებები, ძირითადად კი იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მას ყოველკვარტალურად აწვდის. 
ცესკომ საბოლოო მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ არაუგვიანეს  3 ოქტომბრისა, საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე უნდა გამოაქვეყნოს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემები ასევე მოიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქის მიხედვით.

საქართველოს საარჩევნო ოლქების უმეტესობა ამომრჩეველთა მეტი თანაბრობის უზრუნველყოფის მიზნით ახალ საზღვრებში ჩამოყალიბდა ადრე არსებული მაჟორიტარული ოლქების გამსხვილების ან გაყოფის გზით.

შედეგად, ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები აღარ ემთხვევა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.

ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო ოლქში ყველაზე უმცირესში 41 364–დან (თბილისის ერთმანდატიანი ოლქი, რომელიც ძირითადად ვაკის რაიონს მოიცავს) ყველაზე უმსხვილესში 53 480–მდე მერყეობს (გურჯაანის ერთმანდატიანი ოლქი).

ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით ოლქებს შორის სხვაობა 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მაჟორიტარული ოლქების ფორმირების ახალი წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რადგან მათი აზრით, საზღვრები ოპოზიციური პარტიების საზიანოდ შეიცვალა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მსგავსი/Related

Back to top button