skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6–7 მარტს აზერბაიჯანს ესტუმრება. 

ბაქოში ჯანელიძე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქთაი ასადოვს და  აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდება.

ვიზიტამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე თბილისმა 19 თებერვალს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლა.

მსგავსი/Related

Back to top button