skip to content
ახალი ამბები

წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 5.6% შეადგინა

"საქსტატის“ მონაცემების თანახმად, თებერვალში წლიური ინფლაცია წინა თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა და 5.6% შეადგინა.

2016 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა. 

თებერვალში ფასები ყველაზე მეტად ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე გაიზარდა და 14.3% შეადგინა, რაც, სავარაუდოდ, თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.

სურსათზე ფასები თებერვალში 4.6%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 10.5%–ით გაიზარდა.

ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე თებერვალში 1.5%–ით შემცირდა.

მსგავსი/Related

Back to top button