skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში გაიმართება

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 19 თებერვალს თბილისში მეხუთე სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრები „ხელს უწყობს საერთო წარმოდგენის შექმნას საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში, ასევე რეგიონალური სტაბილურობის და უსაფრთხოების გაძლიერებას“.

ფორმატს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი, რასაც 2014 წლიდან ასევე მოყვა ანალოგიური რეგულარული სამმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრებს შორის.

სამმხრივი შეხვედრის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 17 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button