ახალი ამბები

მარგველაშვილსა და ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შორის 14 ივლისს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთის კრიზისის გამო პრეზიდენტ ტუსკის საქართველოში გადადებული ვიზიტის შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტუსკმა „სინანული“ გამოთქვა 14-15 ივლისს დაგეგმილი ვიზიტის გადადების გამო და დაადასტურა მზადყოფნა „ახლო მომავალში“ ეწვიოს საქართველოს

„ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორივე მხარე აქტიურად იმუშავებს აღნიშულ საკითხზე“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button