ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი აღმასრულებელი მდივანი აირჩია

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ 4 ივლისს დეპუტატი სერგო რატიანი პარტიის ახალ აღმასრულებელ მდივნად აირჩია.

რატიანმა, რომელიც პოლიტიკაში და ნაციონალური მოძრაობის რიგებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაერთო, ამ თანამდებობაზე დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე შეცვალა, რომელმაც სამ დეპუტატთან ერთად პარტია მაისის ბოლოს დატოვა.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ 62-წევრიანმა პოლიტსაბჭომ არჩევანი რატიანი სასარგებლოდ გააკეთა; მის კონკურენტ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ასევე დეპუტატია, უფრო ნაკლები მხარდამჭერი აღმოაჩნდა აღმასრულებელი მდივნის არჩევნებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button