ახალი ამბები

ფანჯიკიძე ნიუ-იორკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თავის ირანელ კოლეგას მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.

„ძალიან დიდია ირანელთა რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი  არიან საქართველოთი, არა მარტო ტურიზმის, არამედ ბიზნესის კეთების კუთხითაც. ჩვენი შეხვედრა ერთგვარად გაცნობითი ხასიათისაც იყო, რადგან ბატონი ზარიფი ახალი დანიშნულია აღნიშნულ პოსტზე“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფანჯიკიძე ასევე შეხვდა კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს მარია ანხელა ჰოლგუინს და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვესნა პუსიჩს.

ფანჯიკიძე ასევე შეხვდა თავის კოლეგას ლესოტოდან და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.  

იგი ასევე შეხვდა გრენადის, ჰონდურასის და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე კირიბატის პრეზიდენტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button