skip to content
ახალი ამბები

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციების გაზრდაზე ცვლილებები მიღებულია

პარლამენტმა 25 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების გაზრდას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო სამხედრო მისიის შესრულებისას გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი 100 000 ლარს მიიღებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით, ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული 15 000 ლარის.

ამასთან, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები 2014 წლიდან ყოველთვიურად მიიღებენ 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან ეს ფინანსური დახმარება 1 000 ლარამდე გაიზრდება.

მთავრობა ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ივნისში ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button