skip to content
ახალი ამბები

ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 12 პირი დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლეს

ზუგდიდის ინციდენტის გამო დაკავებული 12 პირი, რომლებიც იმ აქციაში მონაწილეობდნენ, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სხვადასხვა საგნები ესროლეს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადგილობრივმა სასამართლომ თითოეულ მათგანს 100 ლარის ჯარიმა დააკისრა.

პოლიციამ 12 პირი ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და აქტივისტები პრაიმერის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციისთვის ჩავიდნენ. თორმეტივე მათგანს „წვრილმან ხულიგნობაში“ დაედო ბრალი.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ხალხის მობილიზება აქციაზე ქართული ოცნების მომხრე ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოახდინეს, რათა ზუგდიდში პრაიმერი ჩაეშალათ. თავად კოალიცია ქართულმა ოცნებამ უარყო რაიმე კავშირი აქციასთან და დაგმო ძალადობა. 

ნაციონალური მოძრაობა თავის მეხუთე რეგიონალურ კონფერენციას 21 ივლისს ბათუმში გეგმავს. ხოლო ბოლო, მეექვსე შემაჯამებელი კონფერენცია 27 ივლისს თბილისში გაიმართება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button