
მრეწველები საპარლამენტო უმრავლესობაში საკუთარ ფრაქციას ქმნიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ფრაქცია – „ქართული ოცნება-მრეწველები“ იქმნება, რომელსაც მრეწველთა პარტიის ლიდერი, დეპუტატი გოგი თოფაძე უხელმძღვანელებს.
ახალ 6-წევრიან ფრაქციაში, რომელიც ფუნქციონირებას პარლამენტის ბიუროზე რეგისტრაციის მომენტიდან დაიწყებს, ასევე შევლენ ქართული ოცნების სიით მრეწველთა კვოტით არჩეული დეპუტატები ზურაბ ტყემალაძე, დემურ ბაშელეიშვილი, თამაზ ყაჭეიშვილი და 27 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად ბაღდათის ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი პაატა კიკნაველიძე და სამტრედიის მაჟორიტარი გიორგი კახიანი.
მრეწველების ფრაქცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში მეექვსე ასეთი გაერთიანება იქნება, რაც იმან ნიშნავს, რომ კოალიციაში შემავალი ყველა პარტია საკუთარი ფრაქციით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. აქამდე 86-წევრიან უმრავლესობაში ხუთი ფრაქცია იყო გაერთიანებული: ქართული ოცნება, ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება – რესპუბლიკელები, ქართული ოცნება – კონსერვატორები და ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი.
This post is also available in: English Русский