skip to content
ახალი ამბები

თბილისის მერი დაკითხვაზე დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დედაქალაქის მერიის მიერ 5.2 მილიონი ლარის სავარაუდო გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა მოწმის სახით დასაკითხად დაიბარა.

უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შაბათს დღის 1 საათზე დაიბარეს.

თუმცა, პარასკევს საღამოს თბილისის მერმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს მისვლას საგამოძიებო სამსახურში და დასძინა, რომ გამომძიებლების კითხვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უპასუხებს, თუ ისინი შაბათს მასთან მერიაში მივლენ.   

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ თბილისის მერია 5.24 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. გამოძიების თანახმად,  მუნიციპალურ სამსახურში ასობით ფიქტიური სამუშაო ადგილი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ხელფასს იღებდნენ. უგულავამ უარყო ეს ბრალდებები და მათ „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ბრალი ჯერ არავისთვის არ წაუყენებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button