ახალი ამბები

პროკურატურამ გენშტაბის ყოფილ უფროსს დამატებითი ბრალი წაუყენა

პროკურატურამ განაცხადა 20 ნოემბერს, რომ ბრიგადის გენერალ გიორგი კალანდაძეს, რომელსაც სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაც დაემატა.

კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ბრალეულობა უკავშირდება 2011 წლის სექტემბერში მამაკაცის სავარაუდო ცემას და რამდენიმე საათით მის დაკავებას. ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას ასევე ედება ბრალი იმავე საქმესთან დაკავშირებით.

კალანდაძეს ასევე ედება ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ორ ცალკე საქმეზე – ორივე ეხება 2010 წლის თებერვალში და 2011 წლის ოქტომბერში ჯარისკაცების მიმართ ცუდ მოპყრობას. ამ ორ საქმეზე ბრალი ბაჩო ახალაიასაც აქვს წაყენებული. ახალაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, კალანდაძე კი გირაოთი იქნა გათავისუფლებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button