
სასჯელაღსრულების სისტემის კიდევ ოთხი თანამშრომელი დააკავეს
სამართალდამცავებმა ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორი და ამავე საპყრობილის კიდევ სამი თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც „პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში არიან მხილებული“, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 27 სექტემბერს.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, აცხადებს მთავარი პროკურატურა.
სასჯელაღსრულების ახლმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა 25 სექტემბერს, რომ მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მან პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის არა ერთი მტკიცებულება მოიპოვა, გარდა იმისა, რაც გლდანის საპყრობილეში გამოვლინდა. მან ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება „დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი“, რომელსაც „ფართო მანდატი“ ექნება და რომელიც გამოიძიებს ადამიანის უფლებათა დარღვევევის „ყველა ფაქტს“, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში „ბოლო წლების განმავლობაში“ ჰქონდა ადგილი.
This post is also available in: English Русский