
ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ თელავში დაგეგმილი აქცია გადადო
ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 2 სექტემბრისთვის მის მიერ თელავში დაგეგმილი აქცია გადაიდო კახეთის რეგიონში, საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის სიახლოვეს მომხდარი შეიარაღებული შეტაკების შედეგად სამი ქართველი ძალოვანის დაღუპვის გამო.
ამავე მიზეზით დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ 1 სექტემბერს საქართველოს 11 ქალაქში დაგეგმილი ყრილობა ერთი კვირით გადადო.
ოპოზიციური კოალიცია კახეთში აქციის ახალ თარიღს მოგვიანებით გამოაცხადებს.