ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებში 2 ბლოკი და 20 პარტია მიიღებს მონაწილეობას

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებად 2 ბლოკი და 20 პარტია დაარეგისტრირა, ხოლო 8 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

ბლოკში „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ ერთიანდებიან ამჟამინდელ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი პარტიები  – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები. ეს პარტიები საარჩევნო პარტნიორები იყვნენ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც.

საარჩევნო ბლოკში „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“ შემდეგი ექვსი პარტიაა გაერთიანებული: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, კონსერვატიული პარტია, მრეწველები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი. 

რეგისტრირებულმა პარტიებმა საარჩევნო სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცესკოს 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ.  

Back to top button