ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის სამი მაჟორიტარი დეპუტატი კვლავ იყრის კენჭს ქვემო ქართლში

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2 აგვისტოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ქვემო ქართლის რეგიონის შვიდი ერთმანდატიანი ოლქიდან სამში.

სამივე კანდიდატი მოქმედი დეპუტატია, რომლებიც კიდევ ერთხელ შეეცდებიან მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატების მოპოვებას იმ ოლქებში, რომელთაც ისინი ამჟამად წარმოადგენენ.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი კვლავ იყრის კენჭს დმანისის ერთმანდატიან ოლქში. ოქრიაშვილი პსპ–ს სააფთიაქო ქსელის თანადამფუძნებელია. იგი დეპუტატია 2004 წლიდან; 2008 წელს დმანისის ერთმანდატიან ოლქში 93%–ზე მეტი ხმების მოპოვების შედეგად მან საპარლამენტო მანდატი შეინარჩუნა. მისი მეტოქე „ქართული ოცნებიდან“ იქნება კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის ნაცნობი პაატა ხიზანიშვილი.

დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი ისევ თეთრიწყაროს ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს. ბეჟუაშვილი 1999 წლიდან დეპუტატია; იგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. ბეჟუაშვილი 2008 წელს თეთრიწყაროს ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის  მანდატი ხმების 71.5%–ით მოიპოვა. „ქართულმა ოცნებამ“ ამავე ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ექიმი მამუკა აბულაძე დაასახელა.

კობა ნაყოფია კენჭს იყრის დმანისის ერთმანდატიან ოლქში. ნაყოფიამ თავისი კარიერის ნახევარზე მეტი რუსეთში გაატარა, სადაც სხვადასხვა კომპანიებში წამყვანი თანამდებობები ეკავა. იგი საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა და კომპანია „მადნეულის“ გენერალური დირექტორი გახდა, რომლის მფლობელიც იმ დროს რუსული „პრომიშლენიე ინვესტორი“ იყო. ამ რუსულ კომპანიაში ნაყოფიას ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. 2008 წელს მან ხმების 83%–ზე მეტი მოიპოვა და ბოლნისის ერთმანდატიან ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.  ნაყოფია რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ფილმის "აგვისტოს 5 დღე“ დაფინანსებას დაეხმარა. მისი მეტოქე „ქართული ოცნებიდან“ იქნება ადგილობრივი ექიმი დარეჯან ხვისტანი–ჩხეტიანი.

მმართველი პარტიის სამი კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ქვემო ქართლში ვიზიტის დროს წარადგინა.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button