skip to content
ახალი ამბები

„მაესტროს“ ჟურნალისტები სატელიტური ანტენების დაყადაღებას აპროტესტებენ

პარასკევს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვება 15:00 საათზე ეთერში არ გავიდა, და ამის სანაცვლოდ ტელეკომპანიამ გაუშვა ვიდეო კადრები, სადაც ჟურნალისტები და თანამშრომლები პარლამენტის წინ დგანან და სატელიტური ანტენების დაყადაღების თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ათასობით სატელიტური ანტენა, რომელთა დამონტაჟებასაც „მაესტრო“ რაიონებში აპირებდა, მას შემდეგ დააყადაღეს, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მას „სამკარისი მტკიცებულება“ გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ „მაესტროს“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან „თვალთმაქცური გარიგება“ ჰქონდა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით.

„მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი“, – ნათქვამია ტელეკომპანია „მაესტროს“ განცხადებაში, რომელიც აქციაზე იქნა წაკითხული, „ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ და გვსურს, ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს“. 

ტელეკომპანია „მაესტრომ“, რომელიც რამდენიმე საკაბელო ოპერატორის მეშვეობით არის თბილისში ხელმისაწვდომი და ასევე სატელიტით, განაცხადა, რომ ის მინიმალურ ფასად გეგმავდა ანტენების დარიგებას მაყურებელთა არეალის გაფართოების მიზნით.  

This post is also available in: English Русский

Back to top button