ახალი ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სამთავრობო პროექტების ნაწილი საიდუმლო ხდება

საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი გეგმები და ღონისძიებები, რომლის წინასწარი გამჟღავნებაც ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს, საიდუმლო ინფორმაცია ხდება.

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა 28 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული ამავე ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს ცნობები ქვეყნის წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

Back to top button