
ახალი ამბები
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს სტუმრობს
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ 28–29 ივნისს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება, ნათქვამია ნატოს პრეს–რელიზში.
ალექსანდრე ვერშბოუ უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 29 ივნისს ბათუმში გაიმართება.