skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ევროკავშირის პირველ პირებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან. 

სააკაშვილი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს და ასევე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ვილფრედ მარტენსს, რომლის პირადი მოწვევით 28 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშაობაში. 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button