
ახალი ამბები
ივანიშვილის კოალიციამ ბოლნისში მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა
ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლნისის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ადგილობრივებისთვის კარგად ცნობილი ექიმი, დარეჯან ხვისტანი წარადგინა რაიონული ოფისის პრეზენტაციის ფარგლებში.
ხვისტანის თქმით, ბოლნისელები „არც ისეთი მშიშრები არიან“ და კოალიციას „ძალიან ბევრი მხარდამჭერი“ ჰყავს არამარტო ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, "არამედ აზერბაიჯანული, სომხური, ეთნიკური ბერძნები“.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ დრომდე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული აქციების დროს 9 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა გურიის სამივე და იმერეთის რეგიონის მაჟორიტარული ოლქების ნაწილში. ქვეყნის მასშტაბით სულ 73 მაჟორიტარული ოლქია.