
საქსტატი: მშპ–ის ზრდამ პირველ კვარტალში 6.8% შეადგინა
2012 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 6.8%, ხოლო მშპ–ს მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5.66 მილიარდი ლარი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 20 ივნისს.
2011 წლის ბოლო სამ თვეში მშპ 8.8%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
პირველი კვარტლის მშპ–ში სამრეწველო სექტორის წილმა 18.2% შეადგინა; შემდეგ მოდის ვაჭრობა – 15.6% და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 11.2%. სოფლის მეურნეობის წილმა 2012 წლის პირველი კვარტლის მშპ–ში 9.6% შეადგინა.
2012 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა სამშენებლო სექტორში – 26.3% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 20.4%; საფინანსო სექტორი – 16.7%; სასტუმროები და რესტორნები – 9.4%; ტრანსპორტი – 8.6%. 2012 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორი 3.1%–ით გაიზარდა.
სამთომომპოვებელმა მრეწველობამ პირველ კვარტალში 4.1%–იანი კლება განიცადა მას შემდეგ, რაც 2011 წელს 6.5%–იანი კლება დაფიქსირდა.