ახალი ამბები
აშშ–მ ქართულ ჯარს ორმოცი “ჰამერი“ გადასცა
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს 40 ერთეული "ჰამერის“ ტიპის მანქანა გადასცა, რომელიც გამოყენებული იქნება ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებში, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება 7 ივნისს.
M1151 ტიპის 30 ერთეულ და M1151A1 ტიპის 10 ჯავშნიან მანქანებს სამინისტროს განცხადებით, "ის ბატალიონი გამოიყენებს, რომელიც გაემგზავრება ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მიერ წარმოებულ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში“.
მანქანების გადაცემის ცერემონია დღეს აშშ–ის საელჩოსა და თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მონაწილეობით კრწანისის სასწავლო ცენტრში გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)