
ქართული პარტია ორმა თანადამფუძნებელმა დატოვა
ქართული პარტიის ორმა თანადამფუძნებელმა – ლევან გაჩეჩილაძემ და კოკა გუნცაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაააკეთეს.
მათი თქმით, ისინი არ ეთანხმებოდნენ და რიგ შემთხვევებში არ მონაწილეობდნენ ქართული პარტიის მიერ მაისის საპროტესტო აქციების პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებში, რომლებიც, მათი თქმით, ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს.
ქართულმა პარტიამ 22 მაისს განაცხადა, რომ შეუერთდა სახალხო კრების აქციებს, თუმცა მოგვიანებით მას გაემიჯნა გააუქმა რა 25 მაისს დაანონსებული "მრისხანების" აქცია.
ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ჩვეულებრივ აგრძელებს ფუნქციონირებას დარჩენილი ლიდერების – სოზარ სუბარის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ეროსი კიწმარიშვილის ხელმძღვანელობით.
ხუთმა ლიდერმა ქართული პარტია, რომლის დეკლარირებული კურსი ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლაა, ოქტომბერში დააფუძნა. ლევან გაჩეჩილაძე მისი თანათავმჯდომარე, ხოლო კოკა გუნცაძე – გენერალური მდივანი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)