ახალი ამბები

ბრიტანეთის მინისტრი 26 მაისის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ბრიტანელმა მინისტრმა ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „სრულყოფილად“ გამოიძიოს 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას განვითარებული მოვლენები, რასაც სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“მე დამამწუხრა იმის გაგონებამ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობას ჰქონდა ადგილი,“ – აღნიშნა მინისტმა 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, "იმ დროს, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ადგილი სამართლებრივი პროტესტისთვის და დემონსტაციებისთვის, არ შეიძლება არსებობდეს ადგილი ძალადობისთვის“.

"ვიმედოვნებ, რომ ყველა უარს იტყვის ასეთ ქმედებებზე. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილად გამოიძიოს ბოლო 24 საათის მანძილზე განვითარებული მოვლენები,“ – განაცხადა ლიდინგტონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button