skip to content
ახალი ამბები

ფუქსისა და ფრენკელის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტს ბიზნესმენების შეწყალების თხოვნით მიმართეს

საქართველოში მოქრთამვის ბრალდებით გასამართლებული ორი ებრაელი ბიზნესმენის, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ოჯახებმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით 20 აპრილს მიმართეს, განაცხადა ბიზნესმენების ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.

"განცხადება არის ასეთი შინაარსის: შვილები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მამები არიან ხანდაზმული ასაკის, რომ მათ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ისინი შიშობენ, რომ ვერ შეძლებენ ეს ადამიანები მისჯილი სასჯელის ბოლომდე მოხდას და ამდენად, ამ გარემოებაზე დაყრდნობით ისინი პრეზიდენტს სთხოვენ მათ შეწყალებას,“– განუცხადა კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს“. 

მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დაკავებულები ციხეში მოინახულა და მალე გათავისუფლება უსურვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 აპრილს ისრაელის მოქალაქეები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი დამნაშავედ ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში; ფუქსს  შვიდწლიანი პატიმრობა, ხოლო ფრენკელს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button