skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საკონსულოს თანამშრომლებმა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეები მოინახულეს

რუსეთის საკონსულოს თანამშრომლებმა საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალეებთან შეხვედრა მოახერხეს, იტყობინება "ინტერფაქსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთის ოთხ მოქალაქესთან შეხვედრა სამშაბათს საღამოს შეძლეს.

საქართველოს  შსს-ს ცნობით, დაკავებულ რუს მოქალაქეებს შორის არიან: არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი, რომლებიც  Saybolt Core Laboratories Company-ის ბათუმის ფილიალს ხელმძღვანელობდნენ; ასევე წარმოშობით ქობულეთელი ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე და იური სკრილნიკოვი, რომელიც შსს-ს განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მეკავშირეა.

დანარჩენი სამისგან განსხვავებით, რომლებიც ოქტომბერში დააკავეს, სკრილნიკოვი ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში აიყვანეს. 7 ოქტომბერს ბათუმის სასამართლომ  ის დამნაშავედ ცნო ყალბი ფულის დამზადება-გავრცელებაში და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს განაჩენი, როგორც "მორიგი პროვოკაცია რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ“, რომელიც წარსულში მსახურობდა აწ უკვე დახურულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ბათუმში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button