skip to content
ახალი ამბები

უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი დელეგაციის თანხლებით 3 ნოემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

მიხაილ ეჟელი შეხვდება თავის ქართველ კოლეგას ბაჩო ახალაიას, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ლევან დუჩიძეს.

“მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები გეგმავენ განიხილონ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები,“– იტყობინება უკრაინის თავდაცვის უწყება.

უკრაინის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე ესტუმრება საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button