ახალი ამბები

საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

საქართველო ამჟამად ელექტროენერგიით სრულად მარაგდება მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრა 26 აგვისტოს "საქრუსენერგოს" კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზზე "ქართლი–2“ მომხდარი ავარია.

500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “ქართლი–2“ ჭიათურის მიდამოებში გუშინ, დაახლოებით, 18 საათისთვის ავარიულად გამოირთო, რამაც საქართველოს დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

Back to top button