
ახალი ამბები
კვეზერელი პურის გაძვირებას მსოფლიო საბაზრო ფასის მატებას უკავშირებს
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, პურზე ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე შექმნილ დეფიციტს და ფასების ზრდას უკავშირდება.
“რაც მთავარია ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები იმისთვის, რომ პანიკა არ იყოს შიდა ბაზარზე და არ იყოს დეფიციტი,“– განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს.
პურზე ფასებმა 10 თეთრით მოიმატა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის საჭირო ხორბლის, დაახლოებით, 85% იმპორტირებულია და შესაბამისად, ფასებზე "სახელმწიფო გავლენას ვერ მოახდენს“.