skip to content
ახალი ამბები

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოს ეწვევა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი საქართველოს 15–16 ივლისს ეწვევა, თანთქვამია მისი ოფიციალურ განრიგში.

მისი თბილისში ჩამოსვლა უკავშირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან  – დაგეგმილი ასოცირებული შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებათა დირექტივები 2010 წლის 10 მაისს დაამტკიცა.

“ამ დირექტივების მიღება არის მკაფიო ნიშანი, რომ ჩვენ ერთგულები ვართ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და პრინციპებს, მათ შორის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას,” – განაცხადა ეშტონმა 11 მაისს.

ივნისის ბოლოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ თორნიკე გორდაძე წარადგინა, ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ცენტრის ყოფილი დირექტორი. მინისტრის მოადგილის რანგში ის იქნება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button