ახალი ამბები

სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ფრანგულ გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში, რომ მას უფიქრია პრემიერ-მინისტრობაზე თავისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შემდეგ, თუმცა ”ამჟამად ძალიან ბევრი გაურკვევლობა რჩება”.  

კითხვაზე, თუ რა გეგმები ექნება მას 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინივით პრემიერ-მინისტრობას, სააკაშვილმა უპასუხა: ”პუტინი პუტინია. რუსეთს მართავს არა პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, არამედ პუტინი და FSB”.

“ახლა ძალიან მიზიდავს თავისუფლება, ქალაქში პირადი დაცვის გარეშე სიარულის შესაძლებლობა. და მაინც, ჩემს მთავარ მიზანს საქართველოსთვის რეფორმების გაგრძელება წარმოადგენს. მე ჩამოვაყალიბე პარტია, რომელიც ჩემს შემდეგაც იცოცხლებს. ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში მე გავაცნობიერე, რომ რეფორმები სერიოზულად აქრობს ადრე შეძენილ პოპულარობას. შედეგად, თქვენ უკვე აღარ უყვარხართ, თუმცა შემდეგ ხალხი მაინც შენი მადლიერი რჩება გაკეთებული სამუშაოს გამო. ერთს მეორე მოყვება. მე მიფიქრია ამ შესაძლებლობაზე (პრემიერ-მინისტრობაზე), თუმცა ამჟამად ძალიან ბევრი გაურკვევლობა რჩება. ვინ იცის, როგორი იქნება ორ წელიწადში ეკონომიკური ვითარება, საკონსტიტუციო რეფორმების მდგომარეობა, ჩემი განწყობა და პოლიტიკური რეიტინგი?”

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button