ახალი ამბები

საქართველომ ყოფილი კონგრესმენის ლობისტური ფირმა იქირავა

საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილ დემოკრატ კონგრესმენთან რიჩარდ გეფჰართთან იანვარში ერთწლიანი კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც მისი კომპანია საქართველოს ხელისუფლებას ლობირებას გაუწევს ვაშინგტონში.

კომპანია Gephardt Group Government Affairs-ის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ერთწლიანი კონტრაქტის ღირებულება 436 800 აშშ დოლარია.

კომპანია იღებს ვალდებულებას გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურეობა აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button