skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: ”დიდების მემორიალის” აფეთქება ”სახელმწიფო ვანდალიზმის აქტია”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქუთაისში ”დიდების მემორიალის” აფეთქება არის ”სახელმწიფო ვანდალიზმის აქტი, რომელიც ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის გრძნობებს შეურაცხყოფს”.

”ქუთაიში ჩადენილი ეს მკრეხელობვა არის თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლების კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედება მის მანიაკალურ სწრაფვაში წაშალოს საკუთარი ხალხის ისტორიული მეხსიერება,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აფეთქების შედეგად, რომლითაც ქუთაისში ”დიდების მემორიალის” დემონტაჟი მოხდა, დედა და მისი 11 წლის გოგონა დაიღუპა. 46-მეტრიანი მონუმენტის დემონტაჟი იმ მიზნით განხორციელდა, რომ იმ ადგილას პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაა დაგეგმილი.

პროკურატურის ცნობით, ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილად იქნა დაკავებული სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე, რომელიც ”უშუალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული”. პროკურატურის განცხადებით, უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც რეგულირდება ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button