skip to content
ახალი ამბები

აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები

24 ოქტომბერს აშშ და საქართველო ორკვირიან სამხედრო წვრთნას იწყებენ, პირობითი სახელწოდებით “დაუყოვნებელი პასუხი”, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

წვრთნა იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისათვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებას.

”წვრთნის ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის საგანგებოდ მოემზადებიან,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, ”ქართველი ჯარისკაცები კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებს ავღანეთში, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩაატარებენ. ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია, რომ საქართველოს არმია ავღანეთის უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში ნებაყოფლობით მონაწილეობს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button