ახალი ამბები

მილიბენდი ევროკავშირის დაფინანსებული ანგარიშის შესახებ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შესახებ ევროკავშირის დაფინანსებული მისიის ანგარიში ”კონფლიქტის პრევენციის მნიშვნელობის” შეხსენებაა.

”საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ საერთაშორისო მექანიზმები (როგორიცაა ჟენევის პროცესი) ხელს შეუწყობს მოგვარებას, რომ ყველა მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისგებაში მიეცემიან ის პირები, ვინც დაარღვია ადამიანის უფლებები,” – წერს მილიბენდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ბლოგზე 8 ოქტომბერს.

”თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. რუსეთმა თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა ჰუმანიტარული ორგანიზაციები და საერთაშორისო დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეუშვან – ევროკავშირის დამკვირვებლებს იქ კვლავ არ უშვებენ. ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირებს სახლში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეთ – 30 000-ზე მეტ დევნილს ამის საშუალება არ აქვს,” – დასძინა მან. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button