skip to content
ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, მის საგუშაგოს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ცეცხლი გაუხსნეს

28 აგვისტოს ღამის 1 საათზე პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს რუსების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან, რის შედეგადაც ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

”სროლა გრძელდებოდა 10 წთ-ის განმავლობაში. ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან,”- აცხადებს შსს, ”დაზიანებულია ასევე პოლიციის კუთვნილი პიკაპის ტიპის ავტომანქანა”.

აფხაზური მხარე მომხდართან კავშირს უარყოფს. აფხაზეთის შსს-ის გალის რაიონული განყოფილების უფროსის ლოურენს კოღონიას ინფორმაციით, სროლები ქართველი პოლიციელების ოპერატიულ მოქმედებებს მოჰყვა.

”ეს მორიგი პროვოკაციაა,”- იუწყება ”აფსნიპრესი” კოღონიას სიტყვებზე დაყრდნობით, ”საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, აკისრებს რა პასუხისმგებლობას მომხდარზე აფხაზურ  მხარეს და რუს მესაზღვრეებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button